ანნა ივანიშვილი: „დღეს მამაჩემის გარდაცვალების დღეა, 31 წლის წინ ამ თვითმფრინავში იჯდა“

1 month ago 27

 „დღეს მამაჩემის გარდაცვალების დღეა, 31 წლის წინ ამ თვითმფრინავში იჯდა“22 სექტემბერი ტრაგიკული დღეა საქართველოსთვის. 1993 წლის 22 სექტემბერს, თვითმფრინავს, რომელიც თბილისიდან სოხუმში მიფრინავდა და რომელშიც ქართველი მებრძოლები და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ, რუსული საბრძოლო ხომალდებიდან ცეცხლი გაუხსნეს. ცოცხალი მხოლოდ 19 ადამიანი გადარჩა, 92 კი დაიღუპა. დაღუპულებს შორის იყო ანნა ივანიშვილის მამაც, რომელიც მეგობრებთან ერთად ამ თვითმფრინავში იჯდა. ანნა გმირ მამაზე სოციალურ ქსელში წერს:

„დღეს მამაჩემის გარდაცვალების დღეა. 31 წლის წინ ზუსტად ამ თვითმფრინავში იჯდა აფხაზეთის ომში 6 მოხალისედ წასულ მეგობართან ერთად, როცა ბაბუშერას აეროპორტში ჩამოაგდეს. 31 წლის შემდეგ ვისმენ, თურმე ბოდიში უნდა მოვიხადოთ ჩვენ, ჩვენი მიწის დაცვისთვის, ჩვენი მებრძოლებისთვის, ვიღაც ვიგინდარასგან, რომელიც, სამწუხაროდ,  იგივე გვარს ატარებს. ბოდიში მამა, რომ ამის თქმა გაბედეს“.

სრულად წაკითხვა