9
საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას ესაუბრა. ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საუბრისას ანტონიო კოშტამ საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა გამოხატა.
ადმინისტრაციის ცნობით, მომავალ კვირაში, ევროპული საბჭოს სხდომის გამართვამდე, პრეზიდენტ კოშტას სურვილი იყო საქართველოს პრეზიდენტთან საუბარი და საქართველოში შექმნილი უმძიმესი კრიზისის მიმართ ევროპული საბჭოს განსაკუთრებული ყურადღების დადასტურება.
“დღეს ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე. ხაზი გავუსვი იმას, რომ კრიზისიდან ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალ არის პოლიტიკური, ახალი არჩევნებით! მე დამარწმუნეს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ქართველი ხალხის და მისი ევროპული მომავლის მხარდაჭერას”, – წერს ზურაბიშვილი