“არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პოლიტიკური თუ ეკონომიკური დანაშაულის სქემებთან განსაკუთრებით ახლოს მდგომი ზოგიერთი პირი არ მოხვდა სასანქციო სიაში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დროულად ითანამშრომლა აშშ-ს სპეც-სამსახურებთან.
მივმართავ მათ, ვინც ჯერ არ შეუყვანიათ სიაში, მაგრამ აშკარა კანდიდატია – თუ გინდათ, რომ გადაურჩეთ ამ ტურბულენტობას, დროულად დაიწყეთ თანამშრომლობა შესაბამის სტრუქტურებთან, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უკანონო ქმედებების გახსნის კუთხით.
იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ დღეიდან უნდა შეწყვიტოთ უკანონო დავალებების შესრულება“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.