“არჩევნების ორგანიზებულად მოიპარე რუსეთის ახალი სტრატეგიით” – ზურაბიშვილი

15 hours ago 3

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს შესახებ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა:

“არჩევნების ორგანიზებული მოპარვა, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი. ეს იყო რუსეთის ახალი სტრატეგია. რუსეთი ცდილობს, რომ ახალი სტრატეგია გაატაროს. 

ეს იყო მხარდაჭერილი რუსეთის მიერ. ეს იყო ძალიან დახვეწილი მეთოდი, რომელიც არ შეიძლება იყოს უბრალოდ იმპროვიზებული. ეს არის რუსეთის ახალი სტრატეგია. სწორედ ამიტომ უნდა იყოს საქართველო ყველას, თქვენს გონებაში.

რუსეთი ცდილობს, გაატაროს ახალი სტრატეგია, გამოიყენოს პროპაგანდა, სანქციებისთვის თავის არიდება. ცდილობს თავისი მეგობრები საქართველოს მმართველ პარტიაში გამოიყენოს, რომ ჰიბრიდული სტრატეგია ჰქონდეს და მერე გამოიყენოს ეს არჩევნები იმისთვის, რომ დაიბრუნოს საქართველო თავისთვის და მასზე თავისი კონტროლი აღადგინოს.

პუტინს აქვს სხვადასხვა ინსტრუმენტები, რომელსაც ოსტატურად იყენებს და ამას ვხედავთ საქართველოში. ასევე მან ეს სცადა მოლდოვაში, რუმინეთში, სადაც რომ არა რუმინეთის კონსტიტუციური სასამართლო, შეიძლება იქ სხვა შედეგი ყოფილიყო და რომ არა მოლდოვური დიასპორა, რომელმაც ხმა მისცა დასავლურ გზას, იქაც სხვანაირი შედეგი იქნებოდა. ჩვენთან ვერ მოხდა დიასპორის ხმების ისე დათვლა, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, რადგან ბევრს არ მიეცა საშუალება, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიეღო”

სრულად წაკითხვა