წაკითხვა: 3
“ბევრად უკეთესი საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა შეერჩია “ქართულ ოცნებას”. არ ეწყინოს ბატონ ყაველაშვილს, მე ვიტყოდი, ალბათ მორჩილების პრინციპით შეარჩიეს.ზიანი მიაყენეს საქართველოს და თავის თავს როგორც პოლიტიკურ ძალას”- განაცხადა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ადა მარშანიამ პარლამენტში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრაში მონაწილეობის შემდეგ.
ადა მარშანიამ კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა, მიხეილ ყაველაშვილი არ შემოხაზა და პროტესტის ნიშნად ცარიელი ბიულეტენი ჩააგდო საარჩევნო ყუთში.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს