“არ ვუცემივართ, იქით უფრო ბევრი მოხვდათ” – სოსო მანჯავიძე ამტკიცებს რომ წინა ხელისუფლების “ზონდერებს” იქეთ სცემდნენ

2 days ago 5

6

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სოსო მანჯავიძე, ნიკა მელიას მიმართავს, რომელიც ამბობს, რომ წინა ხელისუფლების დროსაც ძალადობდნენ ადამიანებზე და დღეს, იგივე ადამიანები, ვინც მაშინ ძალადობის მსხვერპლი იყო, ძალადობას “რეცხავს” და ამტკიცებს, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში, ის და მისი ახლობლები არ უცემიათ და იქეთ სცემდნენ მაშინ ისინი ხელისუფლების “ზონდერებს”.

ნიკა მელია წერს, რომ “არც საქართველოს, არც თბილისს, ძალადობა არცერთი ხელისუფლებისთვის უპატიებია. მოძალადეების “რეცხვით” საზოგადოებაში სტატუსს ვეღარავინ შეინარჩუნებს”, სოსო მანჯავიძე კი პასუხობს: “არ ვუცემივართ, ვერ გვცემეს და იქით უფრო ბევრი მოხვდათ.” 

რისი თქმა სურს მას ამით, იმის, რომ წინა ხელისუფლების დროს ძალადობა არ იყო, იმის, რომ იყო, მაგრამ ძალადობითვე პასუხობდნენ და ერეოდნენ, იმის, რომ დღეს რომ ძალადობა ხდება, ხალხმა ძალადობით უნდა უპასუხოს, იმის, რომ რაკი წინა ხელისუფლების დროს, “ზონდერებს” იქეთ სცემდნენ, დღეს რომ ქუჩებში ნიღბიანი პირები, პოლიციის წინ სცემენ ადამიანებს და პოლიციას არ აქვს რეაქცია, – არ უნდა დაგმონ? –  პასუხი ამ კითხვებზე, სოსო მანჯავიძის ტექსტიდან არ ჩანს. 

სოსო მანჯავიძე:

ნიკა მელია.

ერთი აქეთ მომისმინე.

შენმა მაშინდელმა პრეზიდენტმა სახელმწიფო ტერორი რომ გააჩაღა, მაკკეინის და ნეოკონების შეკვეთა შეასრულა, ხალხი შეაწყვიტა ამ შეკვეთას და მიწებიც დაგვაკარგვინა, მაგას ვაპროტესტებდით ძმები მაშინ, ხოლო იმ ზონდერებს დანაშაულის გასაპრავებლად იყენებდით.

ახლაც იგივე შეკვეთა გაქვთ, რაც მაშინ-სახელმწიფო ტერორი, ახალი ომი და საქართველოს სრული განადგურება.

შემკვეთიც იგივეა. აგერ როგორ სწუხს მაკკეინის ინსტიტუტი, რომ მსხვერპლი ვერ ,,გააჩალიჩეთ” შენ და შენმა ამფსონებმა.

რაც შეეხება სტატუსს – ზურას სტატუსზე ნუ ღელავ – შენს სტატუსს მიხედე.

კიდევ ერთი – არ ვუცემივართ, ვერ გვცემეს და იქით უფრო ბევრი მოხვდათ.

შენ კი გირჩევ წყნარად იყო და მოუხნავში არ გადახვიდე, როლში ძალიან ნუ შეიჭრები, არ მოაქვს ამას კარგი შედეგები.

სრულად წაკითხვა