სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტთან აქციას შეუერთდება და სიტყვით გამოვა – რა არის დაგეგმილი პროტესტის 25-ე დღეს?

5 hours ago 3

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი დღეს პარ­ლა­მენ­ტთან აქ­ცი­ას შე­უ­ერ­თდე­ბა და 21:00 სა­ათ­ზე, სი­ტყვით გა­მო­ვა.

რო­გორც მან შა­ბათს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, ყვე­ლამ ერ­თად კი­დევ ერთხელ უნდა და­ა­ფიქ­სი­როს, რომ ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი მთე­ლი ქვეყ­ნის მო­თხოვ­ნაა.
“სას­წრა­ფოდ უნდა და­ი­ნიშ­ნოს ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი. ამის­თვის მე ხვალ ვიქ­ნე­ბი პარ­ლა­მენ­ტის წინ ხალ­ხთან ერ­თად. 21:00 სა­ათ­ზე გა­მო­ვალ სი­ტყვით, რათა ყვე­ლამ ერ­თად – არა მხო­ლოდ მათ, ვინც აქ არი­ან და მუ­შა­ო­ბენ, არა­მედ იმ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თა­დაც, ვინც სხვა­დას­ხვა ფორ­მით სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე მარ­თავს პრო­ტესტს და ვინც ეს პრო­ტეს­ტი სა­ზღვრე­ბის გა­რეთ გა­ი­ტა­ნა, და­ვა­ფიქ­სი­როთ, რომ არ­ჩევ­ნე­ბის გა­რე­შე არა­ფე­რი იქ­ნე­ბა და რომ ეს მთე­ლი ქვეყ­ნის მო­თხოვ­ნაა. ასე რომ, ხვალ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იმა­ზე უფრო მეტ­ნი ვიქ­ნე­ბით, ვიდ­რე ყო­ველ­დღი­უ­რად ვართ”,- გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

ამას­თან, დღეს, დღის გან­მავ­ლო­ბა­შიც დე­და­ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით, ათზე მეტი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ტი­ვო­ბა და მარ­შია და­გეგ­მი­ლი. პრო­ტეს­ტი პარ­ლა­მენ­ტთან კი ტრა­დი­ცი­უ­ლად 19:00 სა­ათ­ზე არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი.
დღეს უკვე 25-ე დღეა, რაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს მარ­თა­ვენ. პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მო­თხოვ­ნაა აქ­ცი­ე­ბის პე­რი­ოდ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნა. ცნო­ბის­თვის, მას­შტა­ბუ­რი პრო­ტეს­ტი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ 28 ნო­ემ­ბრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია, რომ­ლის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო 2028 წლის ბო­ლომ­დე ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნის სა­კითხს დღის წეს­რიგ­ში არ და­ა­ყე­ნებს.

სრულად წაკითხვა