2
პარტია “სამართლიანობის” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც სალომე ზურაბიშვილს დაჭერით დაემუქრა, ეხმაურება და ამბობს:
უკვე დიდი ხანია, სალომე ზურაბიშვილი არის დიდი თავის ტკივილი და ყველაზე დიდი პრობლემა „ოცნების“ ჯგუფისთვის და განსაკუთრებით მიტაცებული ძალაუფლების შემდეგ. ალბათ უნდა გაეგოთ აქამდეც, რომ არანაირი მუქარა არ ჭრის პრეზიდენტზე. ასეთი განცხადებების უკან იკითხება მხოლოდ პანიკა. პრეზიდენტს დაემუქრო იმით, რომ მისი ლეგიტიმური ან კონსტიტუციური მოქმედება, რომელიც მიმართულია ქვეყნის ინტერესების და მოქალაქეების ინტერესების დასაცავად, რომ ამას მის საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ, ამაზე შეიძლება, მხოლოდ გაგვეცინოს.