საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ექიმი გიორგი ჭინჭარაული ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"მეპურეს, რომელიც უგემრიელესი პურის ცხობით აცნობს საქართველოს მსოფლიოს, ნუ დაავალდებულებთ, იგივე გააკეთოს ხინკლის მოხვევით...
უბრალოდ არ გამოუვა ....
ანუ, მადლიერი უნდა ვიყოთ იმის, რითაც ის ახერხებს ქვეყნის სახელის საზღვრებს გარეთ გატანას....
გუშინ დაიმტვრა ხვიჩა კვარაცხელია თამაშზე, შესაძლოა ვერ ითამაშოს 1 თვე, ან ნაკლები, ან მეტი...
ვნახე კომენტარები, მათშორის ჩემი ფბ მეგობრებისაც...
ამ ბიჭმა,მსოფლიო ფეხბურთში საქართველოს სახელი გააბრწყინა და ახლა , რადგან არ გამოდის და აქციაზე გვერდით არ უდგას მოსახლეობის ნაწილს, ამის გამო მისი ტრავმა სიამოვნებას არ უნდა გვანიჭებდეს.
ის დაბრუნდება და კიდევ მრავალჯერ გვასახელებს!
არ შეიძლება სხვისი უბედურებით დავტკბეთ... ნუ დავემსგავსებით სხვას !!!!
საქართველოს მომავალი ევროპაშია!
", - წერს ჭინჭარაული.