ჩემპიონშიფის 23-ე ტურში "ვოტფორდმა" "პორსმუტს" უმასპინძლა და ანგარიშით 2;1 დაამარცხა.
გამარჯვების გოლი 95-ე წუთზე როკო ვატამ გაიტანა.
გოლის ეპიზოდში საინტერესო შემთხვევა დაფიქსირდა.
გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი კვადვო ბა გოლს სპეციალური ცეკვით აღნიშნავდა (Tale the L), რაც მოწინააღმდეგე გუდნის დაცინვას ნიშნავს.
ამ ცეკვამ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბის გაღიზიანება გამოიწვია და საქმე იქამდე მივიდა, რომ მსაჯმა ბა მოედნიდან გააძევა.
მას ყვითელი ბარათი უკვე ჰქონდა, მეორე გაფრთხილება კი მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.