აქციებზე სისხლის სამართლით დაკავებულ 3 პირს პატიმრობა შეუფარდეს

2 weeks ago 18

თბილისში მიმდინარე აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული ხუთი პირიდან სამს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დანარჩენი ორის საქმე ჯერ არ განხილულა. ინფორმაციას ავრცელებს „ინტერპრესნიუსი“.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ატარებს: 187-ე (ნივთის დაზიანება) და 353-ე პრიმა (პოლიციელზე თავდასხმა) მუხლებით. აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ:

  • 21 წლის ახალგაზრდას, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან;
  • არასრულწოვანს, 17 წლის მოზარდს 29 ნოემბერს პარლამენტის შენობაში ცეცხლმოკიდებული ნივთის სროლას ედავებიან;
  • 27 წლის კაცს პარლამენტის შენობის ფასადზე დამონტაჟებული 112-ის ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ელექტრო სადენებს და კვების ბლოკისთვის ცეცხლის გაჩენას.

მეექვსე ღამეა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების გამო. „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​

3 დეკემბრის 20:00 საათის მონაცემებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი. მათგან 89 შემთხვევა სასამართლომ უკვე განიხილა, საიდანაც 43 ადამიანი დააჯარიმეს, 41 ადამიანს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, 5-ს შენიშვნა მისცეს.

სრულად წაკითხვა