აშშ გმობს დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენებას

2 weeks ago 13
წყარო: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ვედანტ პატელმა 3 დეკემბერს განაცხადა, რომ აშშ გმობს პოლიციის მიერ „გადამეტებული ძალის გამოყენებას“ აქციების დარბევის დროს, შეშფოთებულია ჟურნალისტებზე თავდასხმებისა და მათი დაკავებების შესახებ ცნობებით და მოუწოდებს ყველა მხარეს „უზრუნველყვეს, რომ პროტესტი მშვიდობიანი დარჩეს“.

„„ჩვენ ვგმობთ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას იმ დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ, გამოიყენონ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება, მათ შორის, მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა. აშშ ღრმად შეშფოთებულია ჟურნალისტების დაკავებისა და მათზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციით. მიგვაჩნია რა, რომ თავისუფალი პრესა დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედია, ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უზრუნველყონ პროტესტის მშვიდობიანი ხასიათი და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მკაცრად დაიცვას კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები“, – განაცხადა პრესსპიკერმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა