აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.
საელჩო შეხვედრის შემდეგ განცხადებას აქვეყნებს და ამბობს, რომ გმობს მმართველი პარტიის ძალადობას მედიასა და მოქალაქეებზე.
„მედია დემოკრატიის ქვაკუთხედია. ელჩი დანიგანი ესტუმრა ჟურნალისტებს, რომლებიც მამაცურად მუშაობენ საზოგადოების ინფორმირებისთვის და გვატყობინებენ სიმართლეს, რომელიც სხვაგვარად დაფარული შეიძლება დარჩეს. ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო დღეებში განხორციელებულ ძალადობას მედიასა და საქართველოს მოქალაქეებზე. მედიის წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეასრულონ თავიანთი მნიშვნელოვანი საქმიანობა ძალადობისა და რეპრესიის შიშის გარეშე“, — ნათქვამია განცხადებაში.