აშშ-ის საელჩო: ყველამ, ვინც პასუხისმგებელია ძალადობაზე, პასუხი უნდა აგოს

1 week ago 6
აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი და სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი. წყარო: აშშ-ის საელჩო საქართველოში

აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი 9 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა და საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვაში სახალხო დამცველის აპარატის მნიშვნელობაზე ისაუბრა. აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ძალადობაზე პასუხისმგებელმა ყველა პირმა პასუხი უნდა აგოს, ხოლო ყველა დაკავებული მომიტინგე უნდა გათავისუფლდეს.

„ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე, მათ შორის: მომიტინგეებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებზე, პასუხი უნდა აგონ. დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებით“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა