ბავშვის ცემაში ბრალდებული ცეკვის მასწავლებელს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

1 week ago 20

პროკურატურამ ბავშვის ცემაში ბრალდებული ცეკვის მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა. სპეციალურ განცხადებაში წერია, რომ მასწავლებელს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 სექტემბერს, ბათუმში, მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლეში, ცეკვის მასწავლებელმა არასრულწლოვან მოსწავლეზე ფიზიკურად იძალადა, რის შედეგადაც არასრულწლოვანმა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.

პროკურატურამ ცეკვის მასწავლებელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდარი ქმედების საფუძველზე პედაგოგი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო 2000 ლარის ოდენობით შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვისათვის ბათუმის საქალაქო სასამართლოში კანონით განსაზღვრულ ვადაში წარიმართება.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”- წერია განცხადებაში.

ძალადობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა – კადრებში ჩანს, რომ გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელმა ბავშვზე არაერთხელ, იძალადა.

ვიდეოკადრები, რომელიც დარბაზშია გადაღებული, ჩანს, რომ მასწავლებელი მოსწავლეს რამდენიმე წუთის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდება. მომხდარის გამო პედაგოგს ბრალდება წარედგინა, თუმცა ის სასამართლომ 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ცეკვის მასწავლებელი მერაბ დოლიძე ადასტურებს, რომ 12 წლის მოზარდი ცემა, თუმცა თავის მართლების რეჟიმშია. ძალადობაში ბრლდებული პედაგოგი ირწმუნება, რომ ფაქტს წინ მოსწავლეებს შორის დაპირისპირება უძღოდა.

სკოლამ მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ცეკვის მასწავლებელი გაათავისუფლა.

სრულად წაკითხვა