ბათუმის მერიის 15 თანამშრომელი ქართული ოცნების ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ემიჯნება

3 weeks ago 10

43

ბათუმის მერიის 15 თანამშრომელი ქართული ოცნების ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ემიჯნება:

,,ჩვენ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას და მის გამომწვევ ყველა მიზეზს. ჩვენი მოსაზრებით, ეს გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლში აისახა.

ჩვენ, ვიყავით, ვართ და ვრჩებით ჩვენი მოქალაქეების, კონსტიტუციის, და ევროპული ღირებულებების ერთგულნი. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ვაცხადებთ, რომ ერთგულნი ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი”, – წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

1. ნინაკა ცინცაძე

2. მარიტა საგინაძე

3. შორენა ფაღავა

4. მარიამ დვალი

5. ვერიკო ზაქარიაძე

6. ხათუნა აბულაძე

7. მაგდა შავიშვილი

8. მარიანა ვარშანიძე

9. მაია ჭყონია

10. ლამზირა ბოლქვაძე

11. მზია კახაძე

12. თამრიკო ჯორბენაძე

13. ელენა სურმანიძე

14. სოფიკო გოგოლიშვილი

15. რუსუდან კახიძე

სრულად წაკითხვა