ბათუმში,აქციაზე დაკავებული ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

8 hours ago 3

ბა­თუმ­ში, აჭა­რის მთავ­რო­ბის სახ­ლთან და­კა­ვე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი გი­ორ­გი კირ­თა­ძე ხელ­წე­რი­ლის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

“კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის” ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხელ­წე­რი­ლის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს ელე­ნე ხოშ­ტა­რი­აც.

აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის, ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის ირაკ­ლი დგე­ბუ­ა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­თუმ­ში აქ­ცი­ა­ზე ჯამ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი იყო რვა პირი – ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით – 166-ე და 173-ე მუხ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის.

ბა­თუმ­ში, აჭა­რის მთავ­რო­ბის სახ­ლთან ვი­თა­რე­ბა მას შემ­დეგ და­ი­ძა­ბა, რაც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი სტი­კე­რე­ბის გაკ­ვრას შე­ე­ცად­ნენ.

სრულად წაკითხვა