“ბაბილოსთან” დაკავებული ნუცა მახარაძე და ენმ-ს 2 წევრი იზოლატორიდან სასამართლოში გადაიყვანეს

5 hours ago 1

რესტორან “ბაბილოსთან” დაკავებული ნუცა მახარაძე იზოლატორიდან საქალაქო სასამართლოში გადაიყვნეს. ახალგაზრდა ქალი იმ სასამართლომ უნდა გაასამართლოს, ვისაც გუშინ “მონას” ეძახდა.

სასამართლოში არიან გადაყვანილები ასევე “ნაციონალური მოძრაობის” 2 წევრი – პაპაშვილი და მაღრაძე და პროცესების ჩანიშვნას ელოდებიან, თუმცა ჯერ გაურკვეველია, რომელ საათზე დაიწყება დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესები.

მახარაძის მეგობრები “პირველებთან” ინტერვიუში ყვებიან, რომ პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტს პროვოკაცია მოუწყო. ირკევა, რომ აქციის მონაწილეს აგინეს, როცა მომიტინგემ გომელაურის უწყების თანამშრომლებს პასუხი გასცა, მას ხელბორკილები დაადეს.

“ჩვენთვის შვიდობიანად ვიყავით, პოლიცის მხრიდან იყო პროვოკაცია, აგრესიული და აგდებული დამოკიდებულება ჩვენი მისამართით, რაზეც ნუცას ჰქონდა ადეკვატური პასუხი, ჰკითხა, ასე აგდებულად რატომ გველაპარაკებითო, ეტყობა კითვხის დასმაც არ მოეწონათ. ამ დროს პოლიციამ გამოიწია ჩვენზე, ცხადი იყო, ჩვენი დაკავება უნდოდათ და მოახერხეს კიდეც ნუცას დაკავებით. ვერ გეტყვით რამდენი პოლიციელი დაგვესხა სიტყვიერად თავს, ძალით გადმოვიდნენ შეტევაზე. ნუცა შეუძლოდაც კი გახდა”, – ამბობს ნუცა მეგობარი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რესტორან “ბაბილოსთან”, სადაც მოსამართლეების წვეულება იმართებოდა, პოლიციამ 9 ადამიანი დააკავა.

ყველა მათგანი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დარღვევისთვის.

სრულად წაკითხვა