1
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პროფესორი და ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი დააკავეს. მათ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება. მამუკა ჯორბენაძის ადვოკატის თქმით, პროფესორი და მისი სტუდენტები პოლიტიკური ნიშნით დააკავეს.
მამუკა ჯორბენაძე ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. ის აქტიურად იყო ჩართული სასწავლებლის გაფიცვის ორგანიზებაში. ამ უნივერსიტეტის ბევრი სტუდენტი გაფიცულია და პროევროპულ კურსს უჭერს მხარს.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ბრალდებით მიმდინარეობს და დანაშაული 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.