"ბარსელონას" ხელმძღვანელობაში "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევით, მარკუს რაშფორდით არიან დაინტერესებულნი, - იუწყება TeamTalk.
წყაროს თანახმად, "ბლაუგრანაში" განიხილავენ იმასაც, რომ "წითელ ეშმაკებს" რაშფორდის 22 წლის თავდამსხმელში, ანსუ ფატიში გაცვლა შესთავაზონ. ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიცია ექნებათ ამაზე "ოლდ ტრაფორდზე".
ისე კი, ყველაფერი მარკუსის მანჩესტერიდან აბარგების გარდაუვლობაზე მიუთითებს. ინგლისელი ფორვარდები ბოლო შეხვედრებში განაცხადშიც კი ვეღარ ხვდება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყველასთვის უკეთესი იქნება, თუ მარკუსი "იუნაიტედს" იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზევე დაემშვიდობება.
რაც შეეხება ფატის, "წითელ ეშმაკებს" მისი გადაბირება ადრეც უცდიათ, თუმცა მაშინ ფატი გაცილებით უკეთეს ფორმაში იყო და გაცილებით ძვირადღირებულიც გახლდათ.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 7 მატჩში ანსუს საგოლე მოქმედებით თავი არ გამოუჩენია. უფრო შთამბეჭდავია 27 წლის რაშფორდის სტატისტიკა: 24 მატჩი, 7 გოლი, 3 ასისტი.
აქვე გეტყვით, რომ "ემიუსთან" კონტრაქტი მარკუსს 2028 წლის ივლისამდე აკავშირებს.