ყოფილი პარლამენტარი, ბექა დავითულიანი კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 2 დეკემბერს გამოსცა.
დავითულიანი მე-10 მოწვევის პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იყო.
კულტურისა და სპორტის ახლად დანიშნულ მინისტრს კიდევ ორი მოადგილე ჰყავს.