“მახსენდება, როდესაც ბიძინა ივანიშვილი რუსთავი 2-ის პროცესის დამთავრებამდე რამდენიმე კვირით და თვით ადრე მე მთავაზობდა, რომ გამეფორმებინა რუსთავი 2. შენ ბიზნესმენი ხარ და აჩვენე, რომ გაქვს ამის საშუალება, რომ ეს ტელევიზია გქონდესო. მე მაშინ უარი განვაცხადე, რა თქმა უნდა, რადგან ამ უკანონობაში არ მივიღებდი მონაწილეობას და ეს მახსოვს. ესე იგი, მაშინ ბიძინა ივანიშვილმა უკვე იცოდა ის განაჩენი, რომელიც უნდა დამდგარიყო”
განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი პროცესის დასრულების შემდეგ.