ბლინკენი: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა ღრმად შემაშფოთებელია

1 day ago 3

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა "ღრმად შემაშფოთებელია" და "ქართული ოცნების" "სამწუხარო ქმედებების" წინააღმდეგ, პარტნიორებს აქვთ "მკაფიო ერთობა".

საქართველოს შესახებ მან პარიზში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ჟან-ნოელ ბაროსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"რასაც ვხედავთ, ეს არის დემოკრატიული უკუსვლა, რაც ღრმად შემაშფოთებელია. ეს არამხოლოდ დემოკრატიული უკუსვლაა, არამედ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებისგან უკან დახევა. იმ მისწრაფებებისგან, რომელიც აშენებს ისეთ მომავალს, რომელიც კიდევ უფრო და უფრო ახლოს იქნება ევროპასთან.

ჩვენ ვნახეთ ეს უკუსვლა, ვნახეთ მთავრობის ქმედებები, რომელიც ეწინააღმდეგებოდა იმ ხალხის მკაფიო სურვილს, ვიზეც ამტკიცებენ, რომ მათ წარმოადგენენ. ვნახეთ არჩევნები, რომელმაც ბევრი კითხვა გააჩინა, ვნახეთ რეპრესიული ქმედებები მთავრობის მხრიდან იმ ხალხზე, რომელიც ცდილობს ილაპარაკოს თავისუფლად, ღიად.

როგორც ჩვენმა პარტნიორებმა, ჩვენც ვიმოქმედეთ, დავასანქცირეთ "ქართული ოცნების" ლიდერი, [ბიძინა] ივანიშვილი და მთავრობის სხვა წევრები, შევუჩერეთ ამერიკული დახმარება საქართველოს ხელისუფლებას [...]

ვფიქრობ, თქვენ ხედავთ მკაფიო ერთობას მიზნის მისაღწევად აშშ-ს, საფრანგეთსა და ბევრ სხვა ქვეყანას შორის, საქართველოს მთავრობის ძალიან სამწუხარო ქმედებების წინაშე", - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

სრულად წაკითხვა