უკრაინაში გრძელდება საომარი მოქმედებები, რომელიც პოკროვსკიდან დაახლოებით 25 კილომეტრში მიმდინარეობს. ამ მნიშვნელოვანი ქალაქის ხელში ცასაგდებად რუსეთის სამხედრო მანქანა ყველაფერს აკეთებს, პროპაგანდისტული არხები კი ოკუპანტთა არმიის წინსვლის შესახებ ჰყვებიან, თუმცა, რეალობა სხვაგვარია და მის შესახებ სი ენ ენის ეთერში უკრაინის შეირაღებული ძალების სარდალმა ოლექსნდრ სირსკიმ ილაპარაკა:

“ბოლო 6 დღის განმავლობაში, პოკროვსკის მიმართულებაზე რუს სამხედროებს ერთი მეტრითაც კი არ წაუწევიათ წინ. რაც შეეხება საბრძოლო მასალებს, თანაფარდობაა 1:2-თან და ეს მაშინ, როცა შარშან ამ დროს 1:10-თან იყო”. – თქვა გენერალმა სირსკიმ.