ბოლო ცნობები ტრაგედიის ზონიდან – თურქეთის სასტუმროში ხანძარს 66 ადამიანი ემსხვერპლა

15 hours ago 2

თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა. ხოლო დაშავებულია სულ მცირე 51 ადამიანი.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ქემალ მემიშოღლუს განცხადებით, დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 17-მა უკვე დატოვა საავადმყოფო.

საზარელი ტრაგედიის დროს სასტუმროში 234 სტუმარი იმყოფებოდა.

თურქული მედიის ცნობით, 2 ტურისტი იმ დროს დაიღუპა, როდესაც სასტუმროს ფანჯრიდან გადმოხტნენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

სრულად წაკითხვა