ნეტგაზეთისა და ბათუმელების თანადამფუძნებელი და დირექტორმა, მზია ამაღლობელმა რუსთავის ციხიდან წერილი გამოაგზავნა. ამაღლობელი წერს, რომ მისი დაკავება და წარდგენილი ბრალი რეპრესიული და სიძულვილით გაჟღენთილი პროცესების შედეგია.
“ფაქტი, რომელიც მოხდა და ბრალი, რომელიც მაქვს რეპრესიული, მტრული, სიძულვილით გაჟღენთილი, ადამიანის და სიტყვის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროცესების შედეგია. პროცესების, რომელიც ბოლო 1 წელია ვითარდება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოდის, როგორც დიქტატურა”, – წერს მზია ამაღლობელი.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.
დღეს, 14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. მან დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. დაცვის მხარე მზად იყო, გირაოს სახით უზრუნველეყო 100 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონების მობილიზება.
ამავე თემაზე:
- ბიოლის ფონდი მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს
- ადენაუერის ფონდი მზია ამაღლობელის მყისიერად გათავისუფლებას ითხოვს
- მზია ამაღლობელს გამოეხმაურა ნობელიანტი, ვისი წიგნითაც ის დღეს პროცესზე მივიდა
ფოტო: გელა მთივლიშვილი