"ბუდუ პირველივე დღიდან შევიყვარეთ" - კარლსრუეს მწვრთნელი ქართველი შემტევზე

1 month ago 38

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში ბუდუ ზივზივაძის კარლსრუემ შალკე 2:0 დაამარცხა.

შეხვედრის ორივე გოლი ქართველმა ფორვარდმა გაიტანა და რა თქმა უნდა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

ბუდუ სასწაულ ფორმაშია, რასაც კარლსრუეს გულშემატკივრებიც აფასებენ, მთელი თამაშის განმავლობაში მათი ტრიბუნებიდან ქართველისადმი გასამხნევებელი შეძახილები ისმოდა, რაზეც კომენტარი თავად გუნდის მთავარმა მწვრთნელმაც გააკეთა.

"უბრალოდ მოუსმინეთ გულშემატკივრებს თუ რამდენად პოპულარულია ბუდუ აქ და რამდენად კომფორტულად გრძნობს თავს კარლსრუეში. ქართველი შემტევი აქ პირველივე დღიდან უყვართ, ამიტომაც მისთვის შესანიშნავი სიტუაციაა და რა თქმა უნდა ჩვენთვისაც."

სრულად წაკითხვა