მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი ჰოსპიტალში იმყოფებოდა.
როგორც ავერსის კლინიკის რადიოლოგმა, სოფო მიქიაშვილმა ტელეკომპანია „პირველს“ განუცხადა, ხარაზიშვილს მხრის არეში მაღალი ხარიხის დაზიანება აღენიშნება:
“მოტეხილობა არა, მაგრამ მყესების პრობლემა არის, რამდენიმე მყესის დაზიანებაა მაღალი ხარიხის, მხრის სახსრის დემენტი“ – განუცხადა ავერსის კლინიკის რადიოლოგმა, სოფო მიქიაშვილმა ტელეკომპანია “პირველს“.
ჟურნალისტის კითხვაზე, “რისგან მიიღო დაზიანება, ნაცემი ხომ არ არის“, რადიოლოგმა უპასუხა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს:
“ვერ გეტყვით ამ ინფორმაციას, მე რადიოლოგი ვარ მაგ ინფორმაციას ვერ გავცემ, მე დავამუშავე და დავწერე რეპორტი, ანამნეზს ვერ გეტყვით საიდან მიიღო“ – განუცხადა ტელეკომპანიას მიქიაშვილმა.