“გამანადგურებელია, რომ პარტნიორის ქმარი მონაწილეობდა გუშინდელ შემთხვევაში” – They Said Books Coffee Shop-ი იარაღიან ტიტუშკებზე

2 weeks ago 8

ფოტოკოლაჟი – მთავარი არხი

მაღაზია They Said Books Coffee Shop-ი გუშინ, მარჯვენა სანაპიროზე მომხდარს ეხმაურება, რა დროსაც მაღაზიის ერთ-ერთი პარტნიორის ქმარი კრიმინალური ავტორიტეტი, სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის დაჯგუფების წევრი, დავით მიქაძე, აქციის მონაწილეებს მიუვარდა და სხვა ტიტუშკებთან ფიზიკურად გაუსწორდა.

“ვეხმიანებით გუშინდელ ფაქტს, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის და აბსოლუტურად განსხვავებულია ჩვენი პოლიტიკური პოზიციისგან.

გამანადგურებელია ის ფაქტი, რომ გუშინდელი შემთხვევა, რომელშიც მაღაზიის ერთ-ერთი პარტნიორის მეუღლე იღებდა მონაწილეობას, მიმართული იყო ჩვენი თანამებრძოლების წინააღმდეგ. მაღაზიის სამივე პარტნიორი ყოველდღიურად ვდგავართ აქციებზე თქვენს გვერდით. მიუღებელია ჩვენთვის ჩვენი ქვეყნის რესეთიფიკაცია, მშვიდობიანი დემონსტრანტების რბევა, ცემა, დაპატიმრება. გახსნის დღიდან ვაფიქსირებთ საკუთარ პოლიტიკურ პოზიციას. ვემიჯნებით და ვგმობთ ჩვენი თანამებრძოლი, თავისუფალი, ღირსეული ქართველი ხალხის რბევას, მათი თავისუფალი აზრის გამოხატვის ჩახშობას და ევროპისკენ სწრაფვის შეჩერების მცდელობას”, – წერს მაღაზია.

სრულად წაკითხვა