“გამარჯვებამდე მისასვლელი ფორმულა არის მეტი ერთიანობა, მეტი პროტესტი და მეტი წნეხი” – გიორგი ვაშაძე

1 week ago 3

სააგენტო "პარალელი"
“გამარჯვებამდე მისასვლელი ფორმულა არის მეტი ერთიანობა, მეტი პროტესტი და მეტი წნეხი” – გიორგი ვაშაძე

,,ერთიანობა – ნაციონალური მორაობის” ლიდერი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ტვ ,,პირველის” ეთერში, გადაცემაში ინგა გრიგოლიას ,,რეაქცია” პოლიტიკურ პოზიციას აფიქსირებს იმასთან დაკავშირებით, თუ რაში მდგომარეობს ე.წ. გამარჯვების ფორმულა:

,,გამარჯვებამდე მისასვლელი ფორმულა არის მეტი ერთიანობა, მეტი პროტესტი და მეტი წნეხი, მათ შორის, სანქციები და სხვა ტიპის წნეხი უცხოეთიდან.

რას ნიშნავს მეტი წნეხი და სანქციები? – ეს ნიშნავს, რომ არა მარტო ივანიშვილი, არამედ ყველა ადამიანმა, ვინც ამ რეჟიმს ეხმარება ძალაუფლების შენარჩუნებაში, უნდა იცოდეს, რომ ის იქნება პასუხისგებაში მიცემული საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების მხრიდან – იქნება ეს პერსონალური, კომპანიების, ფინანსური სანქციები – მათზე, მათი ოჯახის წევრებზე.

არ მოხდება ისე, რომ გარიგებაში ხარ აგერ ივანიშვილთან, ფულს აკეთებ, მერე წახვიდე რომელიმე ქვეყანაში და იმ ქვეყანაში ადგე და ნებისმიერ შემთხვევაში, რა საქმიანობაც გინდა ახორციელო ამ მოპარული, კორუფციულ სქემებში აწყობილი ფულით”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“გამარჯვებამდე მისასვლელი ფორმულა არის მეტი ერთიანობა, მეტი პროტესტი და მეტი წნეხი” – გიორგი ვაშაძე
პარალელი

სრულად წაკითხვა