4 დეკემბერს “ქორთიარდ მარიოტთან” ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ მომხდარი დაპირისპირების დროს, გადაცმულმა პოლიციელმა ხელი დაარტყა “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრს თეონა ჭალიძეს.
მას შემდეგ, რაც შესაძლებელი გახდა მისი იდენტიფიცირება, აღნიშნულ ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოკვლევა/გამოძიება დაიწყო, რის საფუძველზეც გამოკითხვაზე იმყოფებოდა “სტეატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი თეონა ჭალიძე:
,,გამომძიებელს მივაწოდე ინფორმაცია 4 დეკემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, როცა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების შეხვედრიდან გამოვედი და სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტთან” ე.წ. ტიტუშკები დაგვხვდნენ.
მათგან ერთ-ერთმა კამერების და ჟურნალისტების თვალწინ ხელი დამარტყა, როგორც გაირკვა შემდეგ გადაცმული პოლიციელი ყოფილა.
არსებობს კადრები, მოწმეები, თვითმხილველები. დიდი იმედი არ მაქვს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური სწრაფად დადებს შედეგს, თუმცა ჩვენი მხრიდან ყველა ფაქტის დაფიქსირება შესაბამის უწყებებში მაინც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ჭალიძემ.
პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური