“დედაქალაქში “საახალწლო სოფელი” გაიხსნა” – თბილისის მერია

5 hours ago 1

თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს დღეიდან შესაძლებლობა აქვთ, ესტუმრონ „საახალწლო სოფელს“, სადაც მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები დახვდებათ.

დედაენის ბაღში და იუსტიციის სახლის ავტოსადგომის მიმდებარედ არსებულ „საახალწლო სოფელში“ მოწყობილია: ⁠სამეწარმეო და ⁠გასტრონომიული მარკეტები, გამოფენა-გაყიდვა „თბილისის საშობაო ბაზარი“, საბავშვო თემატური სივრცეები, ⁠⁠სანტას სახლი და სახელოსნო, ატრაქციონების პარკი, საციგურაო ყინულის მოედანი, თემატური დეკორაციები და ინსტალაციები.

რაც შეეხება ორბელიანის მოედანს, აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე „საახალწლო სოფელში“ მისულ სტუმრებს დახვდებათ: ⁠გასტრონომიული მარკეტი, „თბილისის საშობაო ბაზარი“, საახალწლო მატარებელი, თემატური დეკორაციები და ინსტალაციები, ⁠⁠ტკბილეულის ფესტივალი.

„საახალწლო სოფელში“ ყოველდღიურად გაიმართება: ⁠ზღაპრის გმირების მსვლელობა,
საბავშვო კონცერტები, საღამოს კონცერტები, ⁠⁠ღია კინოთეატრი, ⁠⁠თეატრალიზირებული წარმოდგენა/პერფორმანსები და ⁠⁠საბავშვო-გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ ღონისძიებები 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

სრულად წაკითხვა