სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მმართველი პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნების “ღირსების ორდენით” დაჯილდოებასთან დაკავშირებით:
“როცა მმართველი პარტია აცხადებს, რომ “ღირსების ორდენით” დააჯილდოებს რეპრესიული აპარატის ოფიციალურ პირებს, მაღალჩინოსნებს, რომელთა რომელთა მიმართაც ახლახან მოხდა სანქციების დაწესება, რა რეაქცია უნდა გქონდეს?” – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
შემდეგ განცხადებაში კი, საქართველოს პრეზიდენტი, ეუთოს დასკვნასთან დაკავშირებით “ქართული ოცნებისა” და “იმედის” შეფასებებს ეხმიანება:
“მაშინ, როცა “ქართული ოცნება” და პროპაგანდისტული არხი “იმედი TV” აცხადებენ, რომ ეუთომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას აღიარა – [მათი მხრიდან] უცხოური განცხადებების შესახებ ტყუილი წესად იქცა. ძველი საბჭოური ჩვევა!
დროა, ჩვენმა პარტნიორებმა ახალი არჩევნები მოითხოვონ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.