“ბათუმელების” ცნობით, “ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებით.
“ბათუმელების” ცნობით, ეს ინფორმაცია მზია ამაღლობელის ოჯახის წევრებს გამომძიებელმა აცნობა.
ამაღლობელი პოლიციამ 11 იანვარს საღამოს ბათუმში აქციის მიმდინარეობისას კედელზე სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს. მოგვიანებით, ხელწერილით გაათავისუფლეს, თუმცა რამდენიმე წუთში კვლავ დააკავეს.