მსახიობმა ვანიკო თარხნიშვილმა გამორჩეული ჯილდო მისთვის სრულიად მოულოდნელად მიიღო. სახასიათო როლის საუკეთესო შესრულებისათვის სოხუმის თეატრში ზურა გეწაძის მიერ დადგმულ სპექტაკლში “მარტორქები” ზურაბ ბერიკაშვილის სახელობის პრემია მიენიჭა.
ჯილდო ვანიკოს რუსთავის თეატრში გამართულ კომედიის მე-10 თეატრალურ ფესტივალზე მანანა ბერიკაშვილმა გადასცა.