“გაუთვალისწინებელი ინციდენტია” – მდინარაძე ქალაქში მოთარეშე ბანდებზე

2 weeks ago 7

3

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე “TV პირველის” გადამღებულ ჯგუფზე თავვდასხმას “გაუთვალისწინებელ ინციდენტს” უწოდებს.

ის “იმედზე” ამტკიცებს, რომ “99%-იანი შანსია, რომ ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე”.

“ამას ჰქვია გაუთვალისწინებელი ინციდენტი, ამორალური ამავდროულად. ეს არის მავნებლობა. 99%-იანი შანსია, რომ ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე”, – თქვა მდინარაძემ.

“TV პირველის” ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს პირდაპირ ეთერში ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ თავს ტიტუშკები დაესხნენ, რომლებიც მანამდე აქციის მონაწილეებს სცემდნენ.

უკვე საათზე მეტია ადამიანები ჰყვებიან, რომ ქალაქში დათარეშობენ შავტანსაცმლიანები, ცემენ ადამიანებს, ადგილზეა პატრული, თუმცა, არ აქვს რეაგირება.

სრულად წაკითხვა