გაუპატიურების, მოკვლის მუქარა და პირში ჩაფურთხება – ექსპერტი დაკავებულების წამებას ბელორუსულ მეთოდებს ადარებს

2 weeks ago 13

7

წამება ბელორუსული ომონის მეთოდებით საქართველოში – წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) აღმასრულებელი დირექტორი, ლელა ცისკარიშვილი იმ სასტიკ მეთოდებს აღწერს, რომელსაც ძალოვანები მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ იყენებდნენ.

ექსპერტის თქმით, აღნიშნული ძალადობრივი მეთოდები ბელორუსის მსგავსია და ბევრი მათგანი სწორედ ბელორუსის ქეისებში მოიძებნება.

ლელა ცისკარიშვილი საუბრობს გაუპატიურების, სიკვდილის მუქარებზე, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფებზე, მათ შორის, დაკავებულების გაშიშვლებასა და პირში ჩაფურთხებაზეც კი.

ძალიან მსგავსია ეს გადამეტების ფორმა იმ გადამეტების ფორმის, რომელიც ბელორუსში იყო. ეს სიტემატიურობა და ვთქვათ, ის, რომ მიზანმიმართუკად ურტყამდნენ გადამეტებულად, თავის არეში აზიანებდნენ ადამიანებს. წამების ფსიქოლოგიური ფორმაა ეს დამამცირებელი მოპყრობა, გაუპატიურების მუქარა, შეურაცხყოფის მიყენება, შეძახილები, სიკვდილით მუქარა. ერთი ადმაინაი გვიყვებოდა, რომ გააშიშვლეს და ბუქნებს აკეთებინებდნენ. ეს არის წამების ფორმა. პირში ჩაფურთხებაზეც საუბრობდნენ. ბელორუსის ქეისებშიც არის ეს აღწერილი, – ამბობს ლელა ცისკარიშვილი.

წყარო – ტვ პირველი

სრულად წაკითხვა