გერმანიის ბუნდესტაგის რამდენიმე ფრაქცია საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
გერმანელი დეპუტატები მხარს უჭერენ მიზანმიმართული სანქციების დაწესებას ევროკავშირის დონეზე იმ პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევებზე.
“ახლა აუცილებელია დემოკრატიული პრინციპების აღდგენისა და კონსოლიდაციის პლურალისტური პროცესი, რომლის შედეგადაც შეიძლება ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები“, – ნათქვამია განცხადებაში.
ფედერალური მთავრობა სამართლიანად უჭერს მხარს მიზანმიმართული სანქციების დაწესებას ევროკავშირის დონეზე იმ პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაზე. ეროვნულ დონეზე 9 პირის მიმართ უკვე დაწესებულია ქვეყანაში შესვლის აკრძალვა. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ მხარდაჭერის ბევრი ღონისძიება შეჩერებულია. ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას ქართველი ხალხის კანონიერი – ევროპისა და დემოკრატიისკენ მისწრაფებების მიმართ. მყარად ვდგავართ საქართველოს დემოკრატების მხარეს და ვაგრძელებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას, რომ დააბრუნონ ქვეყანა დემოკრატიულ და ევროპულ გზაზე. ახლა აუცილებელია დემოკრატიული პრინციპების აღდგენისა და კონსოლიდაციის პლურალისტური პროცესი, რომლის შედეგადაც შეიძლება ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები“- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს, გერმანიამ აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს სავიზო სანქციები დაუწესა.