“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე სოლიდარობას უცხადებს როგორც პოლიტიკური გაერთიანებების “კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ძლიერი საქართველოს” ლიდერებს – ნიკა გვარამიას და ალეკო ელისაშვილს, ასევე აქციებზე უკანონოდ დაკავებულ ყველა ახალგაზრდას:
“სოლიდარობა და თავისუფლება ნიკა გვარამიას, ალეკო ელისაშვილს და უკანონოდ დაკავებულ ახალგაზრდებს!
შეშინებული რუსული რეჟიმი ერთ კვირაზე მეტია ვერ აჩერებს პროტესტს. ცდილობს პოლიტიკური ლიდერებისა და აქტიური ადამიანების დაჭერით, დაშინებით, ფიზიკური ანგარიშსწორებით და აქციების დარბევით ხალხის სამართლიანი პროტესტის ჩახშობას, რაც არ გამოუვა, რადგან ამ პროტესტს არ ჰყავს ერთი ლიდერი, ქართველი ხალხი გამოდის საქართველოსთვის და უკეთესი ევროპული მომავლისთვის.
ბუნებრივია, პროტესტი ვერ და არ გაჩერდება! ამ ყველაფრიდან გამოსავალი არის:
1. არცერთი ნაბიჯი უკან და უწყვეტი პროტესტი!
2. უსამართლოდ დაკავებული ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლება!
3. ასობით დაშავებული ჩვენი თანამოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვა!
რეჟიმს აუცილებლად მოუწევს უკან დახევა და ახალი არჩევნების დანიშვნა!” – გიორგი ვაშაძე.
პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური