გიორგი ვაშაძე: “ქართული ოცნება” სერიოზულ შიდა კრიზისს განიცდის

2 weeks ago 12

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე პოლიტიკურ შეფასებას აძლევს ქვეყანაში მიმდინარე პროსეცებს:

გუშინდელი მშვიდობიანი აქცია ნათლად აჩვენებს, რომ “ქართული ოცნება” სერიოზულ შიდა კრიზისს განიცდის.

მათმა შიდა დაპირისპირებებმა, პოლიტიკური ხელმძღვანელობის დეზორგანიზაციამ და მოძალადეების იდენტიფიცირებამ შეასუსტა ძალადობა.

გუშინდელი აქცია იყო სრულიად მშვიდობიანი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აქციის მონაწილეები დგანან მტკიცედ და მოქმედებენ კონსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში.

თვითგამოცხადებული ხელისუფლების ჩამოშლის პროცესი დაწყებულია რაც გვიჩვენებს, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლაში აღარ დარჩათ რესურსი.

ახლა ერთადერთი რაც მათ აიმედებთ არის ის, რომ ქუჩაში არ გამოვიდეს ბევრი ადამიანი, დავიღალოთ და სახლში დავრჩეთ რაც დაუშვებელია.

გამარჯვება ძალიან ახლოს არის. ბრძოლა ბოლომდე!” – განაცხადა ვაშაძემ.

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

სრულად წაკითხვა