ახალი ამბები
4 seconds ago
1 წუთის საკითხავი
გორში, სადგურის დასახლებაში მამაკაცი დაიწვა. როგორც “მოზაიკას” უთხრეს, გარდაცვლილი ყარაულად მუშაობდა.
“ელექტრო გამათბობელი ჰქონდა ჩართული და ცეცხლი გაჩნდა“, – უთხრეს “მოზაიკას”.
შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები.