მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგულმა "სენტ-ეტიენმა" და "ლენსმა" სარაევოსგან გიორგი გულიაშვილის ტრანსფერზე ინფორმაცია გამოითხოვეს
Geo Team-ის ინფორმაციით, ბოსნიელებმა ორივე ფრანგულ გუნდს შეატყობინეს, რომ ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერში 3 მილიონ ევროს ითხოვენ.
სარაევომ 2023 წლის იანვარში გიორგი გულიაშვილი იბერია 1999-დან 120,000 ევროდ იყიდა.
მიმდინარე სეზონში 12 გატანილი გოლით გიორგი გულიაშვილი ბოსნიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია