დააკავეს ორი პირი, რომლებსაც ნაძვის ხის კარკასის “დაზიანებას” ედავებიან

2 weeks ago 9

პარლამენტის შენობის წინ მდგარი ნაძვის ხის კარკასის “დაზიანების” გამო ორი ბიჭი დააკავეს.

დაკავებულთაგან ერთ-ერთი ლაშა გოგებაშვილია, იაკობ გოგებაშვილის შვილთაშვილის შვილი. როგორც მისი ბიძაშვილი, ხათუნა გოგებაშვილი წერს, ლაშა აქციაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც გადაწყვიტა რომ ნაძვის ხის კონსტრუქციაზე დროშები დაემაგრებინა. მეგობართან ერთად დაამაგრა საქართველოს, უკრაინის, ევროკავშირისა და აშშ-ს დროშები.

სახლში მიმავალს, მანქანით გზა გადაუჭრეს, ძალის გამოყენებით ჩასვეს პოლიციის მანქანაში. სანამ არ გაიყვანეს ტერიტორიიდან, მის მეგობრებს მობილური ტელეფონები წაართვეს, რათა მათ ძალადობრივად დაკავების პროცესის გადაღება ვერ მოეხერხებინათ.

ნაძვის ხის კონსტრუქცია პარლამენტთან 8 დეკემბერს, გამთენიისას დადგეს. აქციის დროს მან პოლიციელების კორდონი იცავდა.

შსს-ში ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ.

ამავე თემაზე:

სრულად წაკითხვა