„დაახლოებით 12 წელია, ემიგრაციაში ვარ“ – რას საქმიანობს მოდელი ნათია მაქაცარია ამერიკაში

1 week ago 17

„დაახლოებით 12 წელია, ემიგრაციაში ვარ“ - რას საქმიანობს მოდელი ნათია მაქაცარია ამერიკაშიმო­დე­ლი ნა­თია მა­ქა­ცა­რია სამი შვილის დედაა. ის თითქმის 12 წელ­ია, რაც ქმარ-შვილთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც რუსული კანონის წინააღმდეგ საქართველოში გამოსვლები დაიწყო, მოდელი სოციალურ ქსელში ძალიან გააქტიურდა. ის თავის მოსაზრებებს აქტიურად უზიარებს თავის გამომწერებს.

– ემიგრაციაში ვარ დაახლოებით 12 წელია. დავიწყე მუშაობა ადგილობრივ დიზაინერთან, რომელიც ქუდებს აკეთებდა. გაფართოების შემდეგ ის ხელოვნური ბეწვით აქსესუარებისა და სამოსის წარმოებაზე გადავიდა. ძირითადად, ამერიკაში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ბუნებრივ ბეწვზე უარის თქმას და მისი ხელოვნურით ჩანაცვლებას. ჩვენი პატარა წვლილი შეგვაქვს ბუნებრივი ბეწვის წარმოების წინააღმდეგ ბრძოლაში. მათი კომპანიის სოციალური გვერდების მენეჯერი ვარ და ჩემს მოვალეობაში ისეთი განცხადებების გაკეთება შედის, რომლებიც ამის ინსპირაციის წყარო გახდება. ცხოველთა დაცვის პროპაგანდით რაც უფრო მეტი ადამიანი დაკავდება, მით უფრო კარგ შედეგს მივიღებთ და მიხარია, რომ ამ საქმეში პატარა წვლილი მეც შემაქვს“, – ამბობს ნათია.

სრულად წაკითხვა