„დავწერე-წავშალე დამემართა.. სულ მკიდია ვინ რას ამბობს…” – ინგა გრიგოლიას განცხადებამ გაღიზიანება გამოიწვია

1 day ago 3

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს რომ აქციაზე არც ერთი პარტიის გამო არ დგას.

“დავწერე-წავშალე დამემართა..
დავწერე ოპოს განცხადებებზე და გამიშვი-გამატარეზე… წავშალე..

მანამდე დავწერე ამ სიგიჟეში რომ აზრის ციციკორეები ჟურნალისტებს ბალანსს სთხოვენ და ეგეც წავშალე..
იმიტომ რომ სულ მკიდია ვინ რას ამბობს, არც რომელიმე პარტიის გამო ვდგავარ აქციებზე და არც ვინმემ რომ შემაქოს და იიიიი…ბალანსს არ იცავო, მაძახოს ისე, რომ ვერც მიხვდეს რა უბედურებაში უწევს მედიას მუშაობა, მაგათ მაქონ.. ექსპერტ-ცენზორებმა..მკიდია ..

აქციებზე რომ გავდივარ, ოპოზიციის გამო არ გავდივარ. ზუსტად ვიცი,რასაც ვაპროტესტებ და არ ვაპირებ იმის მიხედვით გადავაწყო ბრაზი,ვინ რა განცხადებას შემოიტანს საკუთარ დღის წესრიგში .
ხან სტუდიიდან ვაკეთებ ჩემს საქმეს, ხანაც აქციებზე სიარულით.

ბრაზი მისკენ მაქვს მიმართული, ვინც ხელისუფლებას რობოკოპებით და ჯალათებით ითვისებს . სხვებისთვის ახლა დრო არ მაქვს,მე პირადად.
ახალი არჩევნები დაალაგებს ყველაფერს ,ვინც დასარჩენია,დარჩება. ვინც არა, წავა ისტორიულ წარსულში.
ვხვდებით საღამოს აქციაზე.”- წერს ინგა გრიგოლია.

სრულად წაკითხვა