სოფელ დარჩელში თავს დაესხნენ კოალიცია “ერთიანობა-ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგახსნილ შტაბს, რომლის გახსნასაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, პარტიისა და კოალიციის სხვა ლიდერები დაესწრნენ. 

ოფისისს გახსნამ ინცინდენტის გარეშე ჩაიარა, მაგრამ როგორც ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე წერს, 2 სექტემბეს ღანით დარჩელის შტაბში პროვოკაციის მცდელობა ჰქონდათ:

“ამ წუთას დარჩელის შტაბში ჰქონდათ პროვოკაციის მცდელობა.

ქართული ოცნების მხარდამჭერები შტაბში შემოგვივარდნენ შეურაცხყოფებით.

ერთი ერთი იყო მამუკა ქორთუშვილი ოცნების აქტივისტი.

პროვოკაციას ხელმძღვანელობდა ოთარ კოდუა დათო კოდუას მამა რომელმაც ჩემი შტაბის წევრს უთხრა “დაგკუწავ და ენას ამოგაძრობო”

David Kodua – სირცხვილია მამას ბიჭო, ძალიან დიდი სირცხვილი”, – წერს ანა წითლიძე “ფეისბუქზე. 

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ 3 სექტემბერს 11:00 სთ-ზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. დარჩელში, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” დარჩელის შტაბის ოფისში, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე, მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, ბრიფინგს გამართავს.