დასანქცირებული გომელაური არალეგიტიმურ ვიცე-პრემიერად დაინიშნა

2 days ago 3

არალეგიტიმურმა პრემიერმა კობახიძემ, აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული არალეგიტიმური შს მინისტრი გომელაური “ვიცე-პრემიერად დანიშნა”.

შესაბამის ბრძანებას ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა.

დღეიდან, საქართველოს არალეგიტიმურ მთავრობაში სამი არალეგიტიმური ვიცე-პრემიერია – ლევან დავითაშვილი, ირაკლი ჩიქოვანი და ვახტანგ გომელაური.

შეგახსენებთ, გუშინ, 19 დეკემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ვახტანგ გომელაური მაგნიტსკის სიაში შეიყვანა და ფინანსური სანქციები დაუწესა, იქამდე კი გომელაური დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა.

სრულად წაკითხვა