დევნილები ვერ დაბრუნდებიან – რატომ აყენებს ბაქო “დასავლეთ აზერბაიჯანის” შესახებ საკითხს

5 days ago 5

ავტორი: ვადიმ დუბნოვი


ეთნიკური აზერბაიჯანელების ე.წ. “დასავლეთ აზერბაიჯანის”, ზანგეზურის ან სიუნიქის ტერიტორიაზე დაბრუნების მოტივი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობების დარეგულირების რითმში პულსირებს. ეს საკითხი სხვა ძირითად საკითხებსა და მაგალითად სომხეთის კონსტიტუციის ცვლილების მოთხოვნის ან მორიგი ძალისმიერი მუქარის პარალელურად იჩენს ხოლმე თავს. ერთი მხრივ, ეს რა თქმა უნდა, ამ თემას პოლიტიკურ ელფერს აძლევს – ართულებს საკითხებს სომხეთისთვის და პერსპექტივებს ზრდის აზერბაიჯანისთვის.

სსრკ-ს უკანასკნელი ისტორია

თურქულენოვანი ხალხების და სახელდობრ, აზერბაიჯანული ისტორია სომხეთში საუკუნეებს ითვლის. ამ პერიოდებში თურქული მოსახლეობა შეადგენდა უმრავლეობას სომხეთის ტერიტორიაზე, თავად ერევანიც, ოდესღაც დიდწილად თურქული მოსახლეობით იყო დასახლებული. მსგავსი მოგონებები კარგი საბაბია აქტუალურ საკითხებზე დასკვნებისა და არგუმენტებისთვის პოლიტიკურ დისკუსიაში. 

მხოლოდ მეოცე საუკუნეში სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობების ისტორია ორმხრივი ეთნიკური წმენდის მონაცვლეობაა. სომხებს ბაქოში 1918 წელს უსწორდებოდნენ, შუშაში სომხები ჩეხავდნენ აზერბაიჯანელებს, რევანშს იღებდნენ და დაახლოებით იმ წლებში ზანგეზურში აზერბაიჯანელთა პირველი დეპორტაციებიც განხორციელდა, როდესაც ათეულობით ათასი ადამიანი იძულებული გახდა ის საცხოვრებელი ადგილები დაეტოვა, სადაც საუკუნეებით ცხოვრობდნენ. 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სტალინის მოწოდებაზე ისტორიულ სამშობლოში რეპატრიაციის შესახებ, ასეულობით ათასი სომეხი გამოეხმაურა, რომლებიც 1915 წლის გენოციდის შემდეგ მთელ პლანეტაზე იყვნენ მიმოფანტული. ზანგეზურიდან, სადაც გადაწყდა დაესახლებინათ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი, გამოდევნილი იყო ათეულობით ათასი აზერბაიჯანელი, როგორც ითქვა, აზერბაიჯანის მტკვარი-არაქსის ასათვისებლად. 

თუმცა, სომხეთის აზერბაიჯანულმა თემმა თანდათანობით აღადგინა საკუთარი რიცხოვნობა. თუ ომამდე და ომის შემდეგ დეპორტაციისას სომხეთში ოფიციალური მონაცემებით დაახლოებით 130 ათასი ცხოვრობდა, 1959 წელს – 107 ათასი. თუმცა ათი წლის შემდეგ ისინი უკვე 140 ათასი იყვნენ. უკანასკნელი კონფლიქტისწინა რიცხვი, რომელიც 1979 წელს დაფიქსირდა, იყო 160 ათასი. ამ ფონზე უკანასკნელი, 1989 წლის საბჭოთა აღწერის მონაცემებით ჩანს გვიანსაბჭოთა და პოსტსაბჭოთა კატასტროფის მასშტაბები. ამ დროისთვის სომხეთში უკვე 85 ათასზე ნაკლები აზერბაიჯანელი იყო, რომლებიც იძულებული გახდნენ მალევე გაქცეულიყვნენ. 

ერთ-ერთი ძირითადი ადგილი სომხეთში აზერბაიჯანელთა კომპაქტურად დასასახლებლად ზანგეზური იყო. ყარაბაღის მოძრაობის აქტივიზაციის რითმში, სომხებზე ზეწოლის  პარალელურად აზერბაიჯანში ზანგეზურელ აზერბაიჯანელებზე ზეწოლა იზრდებოდა. აქ ყველაფერი არც ისე ტრაგიკულად იყო, როგორც ვთქვათ გუგარკში, სევანის ტბის ჩრდილოეთით, სადაც ათეულობით ეთნიკური აზერბაიჯანელი დაიღუპა. როოგრც პოსტსაბჭოთა სივრცის ცნობილი მკვლევარი ტომ დე ვაალი ირწმუნება, ზანგეზურში ძალადობის დონე მნიშვნელოვნად დაბალი იყო. თუმცა ათასობით ადამიანი გააძევეს, და 1991 წელს სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანული თემის არსებობის ისტორია ამით დასრულდა. 

ვამბობთ “დევნილებს”, ვგულისხმობთ დერეფანს

იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა მონაცემით, 250-დან  300 ათას ადამიანამდე უკვე 25 წელი დევნილობაში ცხოვრობს, ამ თემამ სერიოზულად მხოლოდ სამი წლის წინ გაიჟღერა, რაც საკმაოდ ობიექტურიცაა. დევნილები მოკლევადიანი პროპაგანდისტული ეფექტის შემდეგ ხელისუფლებისთვის უფრო ეკონომიკური პრობლემად იქცევიან ხოლმე, ვიდრე პოლიტიკურ რესურსად, და ამ მხრივ, არც აზერბაიჯანია გამონაკლისი. 

თანდათანობით, სახელმწიფოს განსაკუთრებული დახმარების გარეშე, დევნილები იწყობენ ცხოვრებას, ზრდიან შვილებს, რომელთათვისაც ისტორიული მიწა უფრო ახლოა, ვიდრე ის, რომელიც დატოვეს.  თანდათანობით ახალ ცხოვრებას იწყობენ, თუმცა, ყველას ყველაფერი ახსოვს და საკუთარ განცდებზე ნაკლებად საუბრობენ.  გარდა ამისა, არსებობს ობიექტური პოლიტიკური პროცესი, რომელიც, როგორც წესი კარგს არაფერს უქადის დევნილებს, და ყოველივე ეს ადამიანურ დრამად იქცევა, რომელსაც მისი მონაწილეების გარდა, თითქმის სხვა არავინ ამჩნევს. 

ასე იყო აზერბაიჯანშიც თითქმის ოცდაათი წელი. დაუსრულებელ დღის წესრიგსა და დარეგულირების პრინციპებში დევნილთა საკითხები განსაკუთრებით არ ისმოდა, და ეს ლოგიკურიც იყო, რამდენადაც ეს თემა აქტუალური მხოლოდ ძირითად პრინციპებზე შეჯერების შემდეგ გახდებოდა. თუმცა შემდეგ იყო ომში გამარჯვება, რომელმაც დააბრუნა ყარაბაღი და დარეგულირების პრინციპები კლასიკური დიპლომატიის თემას გაცდა. და რა თქმა უნდა, დევნილებიც გაიხსენეს. 

მოკლედ რომ ვთქვათ, ეს თემა ილჰამ ალიევმა ჯერ კიდევ 2018 წელს წამოწია, როდესაც განაცხადა, რომ სომხური სიუნიკი, ისევე როგორც ერევანი [რომელიც ამ კონტექსტში ბევრმა აიტაცა, ბევრი აზერბაიჯანელი ექსპერტი ირევანს უწოდებდა] ისტორიულად აზერბაიჯანის მიწებია და აზერბაიჯანელები აუცილებლად დაბრუნდებიან იქ. 

თუმცა, ამ თეზისმა მეტი დამაჯერებლობით სამი წლის შემდეგ გაიჟღერა. თუმცა, რეალურად ეს თემა ინსტიტუციონალურად 2022 წელს იქცა. ჯერ კიდევ 1989 წელს შექმნილი და მას შემდეგ სადღაც შეუმჩნეველი არსებობა საბიუჯეტო კაპიკებზე “აზერბაიჯანის დევნილთა საზოგადოება” რეანიმირებული იყო და სადღესასწაულოდ გადაკეთდა “დასავლეთ აზერბაიჯანის თემად”. თავად ტერმინი “დასავლეთ აზერბაიჯანი” იქცა მდგრად ტოპონიმად. “დადგება ის დღე, როდესაც ჩვენი თანამემამულეები დასავლეთ აზერბაიჯანიდან, მათი ახლობლები, შვილები და შვილიშვილები დაბრუნდებიან ჩვენს ისტორიულ მიწაზე, დასავლეთ აზერბაიჯანში” – განაცხადა ალიევმა და დაამატა, რომ სომხეთი ამ ტერიტორიებზე არასოდეს არსებობდა. 2023 წელს კი მიიღეს კონცეფცია დასავლეთ აზერბაიჯანში დაბრუნებაზე, ეს თემა კი, მთავარად თემად იქცა აზერბაიჯანში კონტროლდაქვემდებარებულ პრესაში.

ზოგიერთი მკვლევარი მაშინ მიიჩნევდა, რომ თემის აქტუალიზაცია ბაქოს ზანგეზურის დერეფნის თემაზე საკუთარი მოქალაქეების ყურადღების მისაპყრობად დაჭირდა, ეს თემა საზოგადოების ნაწილში გარკვეულ სკეფსის იწვევდა და გარკვეულწილად შფოთვასაც: ერთია ომი ყარაბაღის გასათავისუფლებლად საკუთარ ტერიტორიაზე და მეორე სხვის ტერიტორიაზე დერეფნის ძალადობრივად ხელში ჩაგდება. მითუმეტეს, ზანგეზურში დაბრუნების ყველა განცხადების [ “ჩვენ დავბრუნდებით, უნდათ თუ არა ეს სომხებს”] შემდეგ. ალიევი ახსენებდა ხალხს, რომ ეს მოხდება მხოლოდ მშვიდობიანი გზით. თავად დევნილების დაბრუნება გახდა ლამის პოლიტიკური ევფრემიზმი ზანგეზურის დერეფნის გასახსნელად..

სამი კურდღლის მადევარი 

თუმცა, დაბრუნების თემა პოლიტიკური თვალსაზრისით ბევრად უნივერსალური გამოდგა. როდესაც ბაქოს ინტერესი ზანგეზურის დერეფნის მიმართ გარკვეულწილად შესუსტდა, სომეხმა დამკვირვებლებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რამდენად გადავიდა მეორე პლანზე დევნილების დაბრუნების საკითხი, რამაც გაამყარა ეჭვები.  დაბრუნების საკითხის როგორც სომხეთზე ზეწოლის საშუალებას ბაქო სხვა საკითხებშიც იყენებს. კერძოდ, ახლა, ბაქო ამ თემას აკავშირებს ყარაბაღში სომხების დაბრუნებას. რაც პრინციპულად ცვლის საკითხის არსს. 

ყარაბაღიდან სომეხი მოსახლეობის გასვლიდან მალევე ბაქო განცხადებებში თითქოს გვერდზე გადგა: სომხების გადაწყვეტილება წასვლაზე არანაირად არ უკავშირდება ბაქოს მოქმედებებს, რასთან დაკავშირებითაც თავდაპირველად სტრიქონებს შორის იკითხებოდა “როგორც წავიდნენ ასევე შეუძლიათ დაბრუნდნენ კიდეც”. თუმცა საკმაოდ მალე აზერბაიჯანის პოზიცია ხისტი გახდა: “დაბრუნება მხოლოდ აზერბაიჯანული პასპორტის მიღების შემთხვევაშია შესაძლებელი”. ეს ყოველივე მხოლოდ თეორიულ პოზიციად გამოიყურებოდა, რამდენადაც სომხების დაბრუნების არანაირი პრაქტიკული მზაობა არ იყო და არც აზერბაიჯანელების მზაობა არსებობდა, უკან მიეღონ სომხები ყარაბაღში. ამასთან, სომხების საკუთრება, ყარაბაღიდან გამომავალი მწირი ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, რჩება ხელუხლებლად, როგორც მაგალითად ბერძნების სახლები, რომელთაც ნახევარი საუკუნის წინ ჩრდილოეთ კვიპროსი დატოვეს. როგორც ჩანს, ბაქო გეგმავს შეინარჩუნოს ყველაფერი ასეთივე სახით, რამდენდაც სიუჟეტი აშკარად განვითარებას ითვალისწინებს. 

მნიშვნელოვანია, რომ იმ ყარაბაღელების განწყობებმა, რომლებიც სომხეთში ჩაასახლეს ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. უკვე რამდენიმე თვის შემდეგ შეიძლეობოდა დანანების მოსმენაც “რომ გვცოდნოდა, რა გველოდა აქ, შეიძლება დავრჩენილიყავით კიდეც”. აზერბაიჯანში მსგავსი გრძნობები უცხო არაა და საერთო ფონის გათვალისწინებით, თანაგრძნობას ეს არ იწვევს. ისევე როგორც არც სომხეთში იღებენ ტრაგედიად იმას, რაც გამოიარეს აზერბაიჯანელბმა ოცდაათი წლის წინ, შესაძლოა დიდ მასშტაბებში და დიდი დანაკარგებით. ემოციური  ფონი,  როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, პოლიტიკურ ფაქტორად იქცევა, რომელიც დიდწილად გავლენას ახდენს მხარეთა პოზიციებზე. 

ბაქომ წარსული სენტიმენტების დატოვებით საკუთარი პოზიცია გააფორმა და გაამკაცრა. ახლა უკვე ყარაბაღში დაბრუნება მკაცრად უკავშირდება სიუნიკში აზერბაიჯანელების დაბრუნებას. გადააქცია რა ისიც და სხვა საკითხებიც, ისედაც გაჭიანურებული მოლაპარაკებათა პაკეტის ნაწილად. და როგორც სხვა საკითხები ამ პაკეტში, უბრალოდ ხელსაყრელი პოპულიზმია.

აზერბაიჯანი კლავს არა ორ, არამედ სამ კურძღელს. პირველ რიგში, ის წყვეტს დევნილთა დაბრუნების პრობლემას, ანუ ყარაბაღელების არდაბრუნებას, ამასთან მინიმუმამდე ამცირებს დაბრალების რისკებს ეთნიკურ წმენდაზე – სიმეტრიული ბრალდებებო ოცდაათი წლის წინანდელ ქმედებებზე სომხეთის მისამართით. 

მეორე, ის ქვეყნიდან გაძევების არითმეტიკას ფორმატს უცვლის. აზერბაიჯანელები სომხეთიდან ადრე პროეცირებდნენ იმ  სომხების თემაზე, რომლებიც ბაქოდან, განჯიდან, სუმგაითიდან გაიქცნენ, კომპაქტური დასახლეის ადგილებიდან, მაგალითად, ისმაილის რაიონში. ამჟამად ისინი თანაბრდებიან უკვე ყარაბაღის სომხებთანაც, რომლებიც ლოგიკითაც და ისტორიითაც სრულიად სხვა პოლიტიკური ფორმატში არსებობდნენ.

და ბოლოს, მესამე, ზანგეზურში დაბრუნების თემა გახდა საბოლოოდ ინსტიტუციური, იქცევა მუდმივად სომხეთზე ზეწოლის მექანიზმად, ისევე როგორც კონსტიტუციის ცვლილების მოთხოვნა. აქ კი მნიშვნელოვანია არა იმდენად თავად საკითხები, არამედ მათი რაოდენობა და ვარიანტების მრავალფეროვნება. მისი წყალობით ბაქოს შეუძლია ოპერატიურად და მოქნილად გაწელოს ფრონტის მოლაპარაკებათა ხაზი, ერევანი აიძულოს სასწრაფოს გადააჯგუფოს პოლიტიკური რესურსები და ყველა ახალი რეალობა ინიციატივის დაკარგვით დაიწყოს. ამასთან, ზანგეზურის თემა გაფართოვდება და სომხეთში აზერბაიჯანლეთა განსახლების მთელ გეოგრაფიაზე გავრცელდება.

მეორე მხრივ, ერევანი იღებს გარკვეულ შესაძლებლობას კონტრთამაშისთვის, რომელიც ცდილობს მოლაპარაკებებისას დროის მოგებას. სწორედ ამით განისაზღვრება ამ ტაქტიკის მინუსებიც ორივე მხარისთვის, თუმცა ხელისუფლებები ამაში მინუსებს ვერ ხედავენ. დევნილთა დაბრუნების თემის შემოერთება მოლაპარაკებათა პაკეტში მის პერსპექტივებს ილუზიად აქცევს. პრაქტიკა აჩვენებს, თუ დევნილები მალევე არ ბრუნდებიან, ისინი მერე თითქმის არასდროს ბრუნდებიან.

სრულად წაკითხვა