დე ლაურენტისმა გადაწყვეტილება მიიღო - "ნაპოლის" ფეხბურთელი ტოვებს

2 weeks ago 210

ცნობილი გამოცემა "Repubblica" "ნაპოლის" შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. 

წყაროს ცნობით, დიდი შანსია, რომ "პარტენოპეი" იანვარში ფეხბურთელმა დატოვოს.

საუბარია ჯაკომო რასპადორიზე, რომლის იჯარით გადაბირება ტურინის "იუვენტუსის" ინტერესებშია. 

მაგრამ, როგორც წყარო იტყობინება, აურელიო დე ლაურენტისს იჯარა არ აწყობს და მხოლოდ მის გაყიდვაზეა თანახმა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ გუნდის პრეზიდენტი იტალიელ შემტევს 20 მილიონ ევროდ აფასებს.

სრულად წაკითხვა