დიაში "სიტის" 4 კვირით გამოაკლდა

1 day ago 3

"მანჩესტერ სიტის" პორტუგალიელი მცველი, რუბენ დიაში გუნდს 4 კვირით გამოაკლდა. 27 წლის უკანახაზელის ტრავმა "ქალაქელთა" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ "ასტონ ვილასთან" გასამართი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გაამხილა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩატარებული შეხვედრის 75 წუთის შემდეგ, დიაშმა რაღაც იგრძნო. იგი ძლიერია და მოედანზე ისურვა დარჩენა, ახლა კი ტრავმა აქვს," - თქვა პეპმა.

ესპანელმა სპეციალისტმა თქვა ისიც, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას "სიტიზენთა" ძირითადი გოლკიპერის, ედერსონის თამაშიც.

შეგახსენებთ, რომ "სიტის" ბოლო 11 მატჩში 1 გამარჯვება, 2 ფრე და 8 მარცხი აქვს. ამის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ მომეტებული ტრავმიანობა სახელდება. საბედნიეროდ, ტენდენცია დადებითია - ჯონ სტოუნსი და მატეო კოვაჩიჩი "ემიუსთან" მატჩის განაცხადში იყვნენ, გუნდთან ერთად ვარჯიში კი მანუელ აკანჯიმ განაახლა. ლაზარეთში რჩებიან ოსკარ ბობი, ნათან აკე და როდრი.

"ასტონ ვილა" პრემიერ ლიგის მოქმედ ჩემპიონებს ხვალ, თბილისის დროით 16:30 საათიდან უმასპინძლებს.

სრულად წაკითხვა